ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ გამოცხადების შემდეგ, ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის გამწვავდა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. ორი რაკეტა ანტისარაკეტო სისტემის მიერ იქნა გაუვნებელყოფილი, ხოლო მესამე დაუსახლებელ ადგილას დაეცა.

იქამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა სექტორზე თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც პირველად ცეცხლი პალესტინის მხრიდან გაიხსნა. მედიის ცნობით, ბოლო დღეებში მომრავლდა ე.წ. დანაღმული საჰაერო ბუშტების გამოგზავნა პალესტინის მხრიდან.

მდგომარეობა რეგიონში განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. მაჰმუდ აბასის თქმით, პალესტინელი ხალხისთვის მიუღებელია სახელმწიფო იერუსალიმის გარეშე და ისინი ტრამპის გეგმას „ისტორიის სანაგვეში მოისვრიან.“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა