ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული - არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა თვალით არ მინახავს

მე მოვიტანე სიგნალიზაცია და გამოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გოჩა თადუმაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, არანაირი ასაფეთქებელი საშუალება არ ჰქონია.

"მე მოვიტანე სიგნალიზაცია და გამოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა თვალით არ მინახავს. 6 თვის ბავშვი მყავს და 87 წლის დედა", - განაცხადა გოჩა თადუმაძემ.

მისმა ადვომატმა თადუმაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

კიდევ ერთი დაკავებულის იური მჟავანძის ადვოკატის განცხადებით, მჟავანაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადვოკატმა მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის - ნუგზარ ბეჟანიძის, გოჩა თადუმაძის, გიორგი ბიბილაურის, ბექა ცინცაძის, როლანდ ბერიძისა და იური მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

6 პირიდან 2-ს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს კი ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა