ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის წევრები სკანდირებდნენ: „მონა! პენსიების ქურდი". ისინი ბიუროში შესვლას და მისთვის შემდეგი შინაარსის სიგელის „მერაბ ქვარაიას ნეპოტიზმისთვის", გადაცემას ითხოვდნენ.

მერაბ ქვარაიამაც ჩააგდო პროპორციული არჩევნები. ისიც მონაა, როგორც სხვები. ის არის ნეპოტიზმში დადანაშაულებული. ჩვენ გვინდოდა გადაგვეცა სიგელი ნეპოტიზმისთვის, რისი საშუალებაც არ მოგვცეს“, - ამბობს აქციის მონაწილე.

მერაბ ქვარაიას ბიუროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს ოფისში შესვლა არასწორი ფორმებით სურდათ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

„აქ იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც ვუწევდით დახმარებას და ამ ფორმით აქ მოსვლით ხელი შეეშალა სამუშაო პროცესს. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათგან ერთი პირი შემოსულიყო, თუმცა მათ ეს არ ისურვეს. მათ უნდოდათ პროვოკაციულად შემოსულიყვნენ და ისე დაეტოვებინათ განცხადება, რისი საშუალებაც არ მივეცით“, - განაცხადა ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი ბაღათურიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს