"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა ფრთამ გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართა

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა გუნდმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

მათ საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს და საპროკურორო საბჭოს წევრებს მოუწოდეს, რომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სათამაშო დანები მიიტანეს, რითაც ირაკლი შოთაძის მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებას გაუსვეს ხაზი.

"დღეს „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული გუნდი საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბა, რათა გააპროტესტოს ის ფარსი, რომელიც ამ შენობაში მიმდინარეობს. როგორც იცით, საპროკურორო საბჭოში ამ წუთებშიც პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. მათ შორის ყველამ იცის წინასწარ, რომ ირაკლი შოთაძე კვლავ იქნება არჩეული გენერალურ პროკურორად, რაც მიუღებელია ჩვენთვის და ვაპროტესტებთ. ადამიანს, რომელიც თავად არის ბრალდებული მტკიცებულებების გაყალბებაში, გამყალბებელი პროკურორის ხელის დაფარებაში, გამოუძიებელი საქმეების მიფუჩეჩებაში, მეორედ შეიძლება გახდეს ამ ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი, რაც მიუღებელია",-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა კონსტანტინე შუბითიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა