ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გეგმის სრულყოფისა და პრიორიტეტული საკითხების განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურისტულ ბიზნესში ჩართული მხარეები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კონსულტანტი თენგიზ ლომიტაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითრების გრძელვადიანი განვითარების მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას. ბორჯომის, როგორც ტურისტულ კურორტად ჩამოყალიბებას, ვიზიტორებისათვის სასურველი სერვისების შემუშავებასა და სრულფასოვნად მიწოდებას. აღნიშნულ პროცესში კი ადგილობრივების ჩართულობა და მათი ხედვების გათვალისწინება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU) დაფინანსებით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს