პროკურორი - ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთითაა დამზადებული

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ის, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, ეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

„გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში. მოგეხსენებათ, რომ უკრაინელი და ქართველი სამართალდამცავების მჭიდრო მუშაობის შედეგად იქნა ეს დანაშაული გამოვლენილი. პირდაპირ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული“, - აცხადებს კავსაძე.

თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

„რა ინტერესი ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ვინ იყო შემკვეთი, რა იყო ამის მოტივი, ამაზე გამოძიება გრძელდება, ერთობლივად ვმუშაობთ უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ყველაფერი დადგენილია, თავის დროზე, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი შეიქმნება, ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, დაიწყება თუ არა ვატო ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, კავსაძე აცხადებს, რომ „ყველას მიმართ, ვატო ყიფიანიდან დამთავრებული, ვის მიმართაც საკმარისი მტკიცებულებები იქნება, სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყება“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა