ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქს გადაეცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკუთრებაში გადმოეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, უახლოეს მომავალში განხორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები.

პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც ფონდი ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელ არქიტექტორ, ედმონდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს