არჩილ თალაკვაძე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს ბონი გლიკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის სექტორული მიმართულებები, მიღწევები და პრიორიტეტები განიხილეს. მხარეები მიესალმნენ USAID-ის ახალ პროგრამას, რომელიც ქალთა და ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო.

არჩილ თალაკვაძემ ბონი გლიკს მადლობა გადაუხადა USAID-ის მიერ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა