ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს. ადგილზე შემოწმებას საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები ატარებენ.

„აეროპორტში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასევე, განვუმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. კორონავირუსზე შემოწმება აუცილებლად უტარდება რისკ-ჯგუფის ყველა მგზავრს. ვცდილობთ, ყველა მგზავრი დავარწმუნოთ მის საჭიროებაში,”-ამბობს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე მედდა იამზე ჩაფიჩაძე.

აეროპორტში შემოწმება გაიარა ჩინელმა ტურისტმა. ექიმის ინფორმაციით, მას ტემპერატურა და სიმპტომები არ დაუფიქსირდა.

აეროპორტში ვირუსზე შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მგზავრებს დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ. შემოწმება, სავარაუდოდ, მარტამდე გაგრძლედება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა