ზვიად შალამბერიძე - 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობენ.

"2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად არის საინტერესო ბიზნესის განვითარებისთვის და ბიზნესმენებისთვის გამომდინარე იქედან, რომ ძალიან საინტერესო პროექტები მიმდინარეობს და ასევე ძალიან საინტერესო პროექტებია დაანონსებული. შესაბამისად, ჩვენგან მაქსიმალურად იქნება ბიზნესის ხელშეწყობა, რომ მოხდეს მეტი სამუშაო ადგილის გაჩენა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

„ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, სახელმწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ეს ის მთავარი საკითხებია, რის გარშემოც ღია დიალოგის ფორმატში მსჯელობენ. ასევე, მიმოიხილავენ დაგეგმილ და მიმდინარე ინიციატივებს. მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა, მოხდება პრობლემების სიღრმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა. ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა“, - ნათქვამია იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს