"შეცვალეს" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ "ჩხოროწყუში" მოძრაობა "შეცვალეს" წევრებზე გუშინდელი თავდასხმისა და ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაგვის ურნა მოიტანეს და ურნაზე იმ ადამიანების სურათი გააკრეს, ვინც, მათივე ინფორმაციით, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს.

გარდა ამისა, მათ "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ ასფალტზე "ამ სისტემის დედაც", "ტიტუშკების ქარხანა", "მოძალადე სისტემა და "არ შეგრჩებათ“ დაწერეს.

ასევე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავეს შორის მცირე შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი.

"გუშინ იზორიების კლანის დავალებით "შეცვალეს აქტივისტებზე" იძალადეს, რომლებმაც იზორიები იმ უკანონობაში ამხილეს, რასაც ჩადიან. კონკრეტულად, ეს იყო კორუფციული გარიგებები და კონტრაბანდა - აფხაზური აქციზის სიგარეტს რომ ყიდდნენ. ამის გამო მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს წევრებზე და ამას გარდა, ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერებს და ჩვენს წევრებს ესხმიან თავს ფიზიკურად და ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. მოვედით აქ გამაფრთხილებელი აქციით, რომ გავაფრთხილოთ ივანიშვილი. მას არ გაუვა 90-იანი წლების დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ გვექნება ჩვენი განსხვავებული აზრი, არ შეგვეშინდება მისი და ამ ღირსეულ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ",-განაცხადა "შეცვალეს"ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კუპატაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა