ერდოღანი აცხადებს, რომ თუ იდლიბში სიტუაცია სასწრაფოდ არ დარეგულირდება, ანკარამ შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია დაიწყოს

თურქეთმა შესაძლოა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუ იდლიბში არსებული ვითარება სასწრაფოდ არ გადაწყდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა დღეს, ანკარაში განაცხადა.

„თუ იდლიბში არსებული ვითარება არ ნორმალიზდება, ჩვენც გადავალთ მოქმედებაზე. ჩვენ გულწრფელად გვურს სტაბილური ვითარება სირიაში. პოლიტიკური პროცესი სწრაფად და სამართლიანად უნდა განხორციელდეს. ჩვენ ნამდვილად არ შეგვრცხვება, რომ ყველა ზომა, მათ შორის სამხედრო ძალა გამოვიყენოთ“,-განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთი ხელშეკრულებების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ანკარას იმედი აქვს, რომ მოსკოვი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს საბოლოო გაფრთხილებას მისცემს.

შეგახსენებთ, რუსეთის დახმარებთ, სირიის ასადის რეჟიმის ძალები მეამბოხეთა უკანასკნელი გამაგრების ადგილს, იდლიბს უტევენ. ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, იდლიბის მიმდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე სამთავრობო ძალების ხელშია. აღსანიშნავია, რომ მეამბოხეები, რომლებიც იდლიბში არიან გამაგრებულნი, თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა