დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში , ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და გამოითქვა ეუთო-ს მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობა, როგორც ეუთო-ს სივრცეში პრიორიტეტით განსაზღვრული საკითხების პოპულარიზაციაში, ასევე ეფექტურ იმპლემენტაციაში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ფორმატში საქართველო - ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ურთულეს ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე, რაც ართულებს ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ეუთო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და ადგილზე მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე, ასევე შეხვედრა გამართა ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა