გარდაბანში, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარდაბნის რაიონში მცხოვრები აბიტურიენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო გამოცდებისათვის რეგისტრაციასა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ვადებისა და პროცედურების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)