„ეიპიემ ტერმინალს" ფოთის გენერალური დირექტორი - ჩვენ უნდა მივყვეთ იმ წესებს და სტანდარტებს, რაც დააწესა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ

ჩვენ უნდა მივყვეთ იმ წესებს და სტანდარტებს, რაც დააწესა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, - ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს" ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ ქრისტენსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ ხდება კონტროლი პორტში შესულ ტვირთებზე და ეკიპაჟზე და როგორია უსაფრთხოების ზომები, მას შემდეგ რაც კორონავირუსი გლობალურ პრობლემად გამოცხადდა.

„ჩვენ უნდა მივყვეთ იმ წესებს და სტანდარტებს, რაც დააწესა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის დავაწესოთ წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს, მივყვებით WHO-ს რეკომენდაციებს,“- აღნიშნა კელდ კრისტესენმა.

მანვე დღეს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზეც ისაუბრა. მიიღეს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მხარდაჭერა ფოთის პორტის გაფართოებაზე, კელდ კრისტესენი აცხადებს, რომ „დავოსში შეხვედრა გაიმართა პრემიერ- მინისტრსა და ჩვენი ჯგუფის CEO-ს შორის, ჰააგიდან“.

„როგორც წესი, დავოსის შეხვედრები არის დიპლომატიური ხასიათის და ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO-მ) გამოხატა პროექტის მხარდაჭერა“, - განაცხადა კელდ კრისტესენმა.

მისივე თქმით, თუ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი აშენდა, დარწმუნებულია, რომ მათ შორის თანაბარი კონკურენციის პირობები იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა