დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

დავით ზალკალიანმა ავსტრიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბოლო განვითარებების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს 2020 წელს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა