ზვიად შალამბერიძე - მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და ჩვენი მხარე განვავითაროთ

მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე, როდესაც ხელისუფლება ქმნის გარემოს, აქ ბიზნესიც უნდა იყოს კეთილსინდისიერი კონკრეტულ მიდგომებში, რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ გარემოს, - ასე მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობდნენ.

"ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც იცით, იმერეთი წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჰაბია ბიზნესისთვის, რადგან მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე. ჩემთვის ბიზნესის ხელშეწყობა და მათი პრობლემების გაცნობა არახალია, ბევრი თქვენგანი ყოფილხართ შეხვედრაზე და განგვიხილავს არსებული პრობლემები. როდესაც ხელისუფლება ქმნის გარემოს, აქ ბიზნესიც უნდა იყოს კეთილსინდისიერი კონკრეტულ მიდგომებში, რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ გარემოს ბიზნესის კეთების კუთხით, შეიქმნება სამუშაო ადგილები, დასაქმდება ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე, რაც ყველა ჩვენგანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მივესალმები მსგავსი ტიპის შეხვედრებს და აქვე გიანონსებთ, რომ ჩვენ 2-3 მაისს ვგეგმავთ დიდ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს, სადაც აქ მოღვაწე ბიზნესმენებს შეგეძლებათ პირდაპირი დიალოგი აწარმოოთ ინვესტორებთან, რომლებსაც მოვიწვევთ და დაესწრებიან აღნიშნულ ფორუმს", - განაცხადა შალამბერიძემ.

შეხვედრაზე, ღია დიალოგის ფორმატში ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციის და გამოწვევების გამოვლენის, სახელმწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ იმსჯელეს, ასევე მიმოიხილეს დაგეგმილ და მიმდინარე ინიციატივები.

მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა, მოხდება პრობლემების სიღრმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზვიად შალამბერიძე - მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და ჩვენი მხარე განვავითაროთ

მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე, როდესაც ხელისუფლება ქმნის გარემოს, აქ ბიზნესიც უნდა იყოს კეთილსინდისიერი კონკრეტულ მიდგომებში, რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ გარემოს, - ასე მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობდნენ.

"ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც იცით, იმერეთი წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჰაბია ბიზნესისთვის, რადგან მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე. ჩემთვის ბიზნესის ხელშეწყობა და მათი პრობლემების გაცნობა არახალია, ბევრი თქვენგანი ყოფილხართ შეხვედრაზე და განგვიხილავს არსებული პრობლემები. როდესაც ხელისუფლება ქმნის გარემოს, აქ ბიზნესიც უნდა იყოს კეთილსინდისიერი კონკრეტულ მიდგომებში, რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ გარემოს ბიზნესის კეთების კუთხით, შეიქმნება სამუშაო ადგილები, დასაქმდება ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე, რაც ყველა ჩვენგანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მივესალმები მსგავსი ტიპის შეხვედრებს და აქვე გიანონსებთ, რომ ჩვენ 2-3 მაისს ვგეგმავთ დიდ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს, სადაც აქ მოღვაწე ბიზნესმენებს შეგეძლებათ პირდაპირი დიალოგი აწარმოოთ ინვესტორებთან, რომლებსაც მოვიწვევთ და დაესწრებიან აღნიშნულ ფორუმს", - განაცხადა შალამბერიძემ.

შეხვედრაზე, ღია დიალოგის ფორმატში ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციის და გამოწვევების გამოვლენის, სახელმწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ იმსჯელეს, ასევე მიმოიხილეს დაგეგმილ და მიმდინარე ინიციატივები.

მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა, მოხდება პრობლემების სიღრმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო