აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ საქველმოქმედო აქცია გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მანველიძემ საქველმოქმედო აქცია გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მანველიძე საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად აწყობს.

„დეპუტატი, კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და საკუთარი ხარჯებით შეძენილი პროდუქტი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები მიუტანა.

ოჯახები ამჯერადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალთან თანამშრომლობის საფუძველზე შეირჩა. გიორგი მანველიძე, ქველმოქმედების მიზნით, ამ დღეებში კიდევ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ეწვევა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა