აუდიტის სამსახური - ქსნის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები ჩაედინება მდინარე მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას

ქსნის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას,-ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2011 წელს ჩაიბარა ახლად რეაბილიტირებული ქსნის კანალიზაციის სისტემა , რომელიც უნდა მომსახურებოდა ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მინის ტარის საწარმოს და მოსახლეობის ნაწილს. პროექტის მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა მოიცავდა საკანალიზაციო ქსელსა და გამწმენდ ნაგებობას, რომლის ფუნქცია იყო მდინარე მტკვარში ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების გაწმენდა. თუმცა, აუდიტის შესწავლით ირკვევა, რომ გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, რასაც პასუხისმგებელი პირები 2012 წელს მომხდარ ძარცვას უკავშირებენ.

„მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ქსნის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა 2012 წელს გაიძარცვა და ამის შემდგომ არ უმუშავია. აღნიშნულის შესახებ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოს, მუნიციპალიტეტს დამატებით სხვა ღონისძიება არ გაუტარებია. პროექტზე მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია 1,206.9 ათასი ლარის ხარჯი“,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან აუდიტის ანაგარიშიდან ირკვევა, რომ მცხეთა მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული შპს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია.

„სასმელი წყალი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდებოდა გრაფიკით; წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს; არ ხდებოდა მოხმარებული წყლის გადასახადის ამოღება, რაც აუარესებდა წყალმომარაგებას და ზრდიდა მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას”,-წერია აუდიტის დასკვნაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა