ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახისთვის 8 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სულ ბინა 960 ოჯახისთვის შენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, 360 ბინის მშენებლობა თებერვალში დასრულდება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია გაეცნენ.

„რვავე ბინის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონი ლარი იხარჯება.

სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა 867 დევნილ ოჯახს გადაეცა. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი, სახლი მიწის ნაკვეთით 602 დევნილ ოჯახს გადაეცა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?