ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - საქმე არის პოლიტიკური თვალსაზრისით დაკვეთილი, რომ ანუგეშონ ბრალდებული, სავარაუდოდ, დანაშაულში მხილებული ჯგუფური მოძალადე საკრებულოს წევრები

საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკურად აქტიური ფიგურაა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმით სურთ, რომ აქტიურ პოლიტიკას ჩამოაცილონ.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეში არსებული მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია და “ირაკლი ზარქუას დაზიანება სახის არეში ლევან ხაბეიშვილისგან არ მიუღია”.

“ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ დავადასტუროთ, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არის ფალსიფიცირებული. კერძოდ, არავითარი ტკივილი და დაზიანება სახის არეში ზარქუას ლევან ხაბეიშვილისგან არ მიუღია, ეს აშკარად ჩანს ორი დღის განმავლობაში პირდაპირ და უწყვეტ ეთერში. მას არც შუბლზე, არც ცხვირზე და არც ლოყაზე არავითარი დაზიანებები არ აქვს. ჩვენ ვეცდებით დავადასტუროთ, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თვალსაზრისით დაკვეთილი. ეს ბრალდება ლევან ხაბეიშვილზე არის ერთადერთი მიზნით, რომ იგი ჩამოაცილონ აქტიური პოლიტიკიდან, იგი არის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურა და სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით ცდილობენ მის შევიწროებას. ეს იქნა გაკეთებული იმისთვის, რომ ანუგეშონ მათი აწ უკვე ბრალდებული, სავარაუდოდ, დანაშაულში მხილებული ჯგუფური მოძალადე საკრებულოს წევრები. მათ რომ დისკომფორტი შეუმსუბუქონ, ეუბნებიან, რომ ლევან ხაბეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში. ზარქუას კი ვურჩევ კარგად დაფიქრდეს, სანამ სასამართლოში ჩვენებას მისცემს”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა