ზვიად შალამბერიძე საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში" სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში" სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაობს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პროფესიული სასწავლებლის დირექტორ ირაკლი ავალიანთან ერთად გაეცნო. პროფესიული სასწავლებლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სპორტული დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, დამონტაჟდა ახალი სანათები, შეიცვალა იატაკი, მოწესრიგდა ფასადი, ასევე მიმდინარეობს სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

შენობის რეაბილიტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი ლარით აფინანსებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ პროფესიულ სასწავლებელში 300-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს მიიღოს სრულფასოვანი განათლება. ამ ეტაპზე სსიპ კოლეჯში ,,იბერია" მსურველებს 15-მდე სპეციალობის შესწავლა შეუძლიათ, ეს არის ერთ-ერთი პროფესიული სასწავლებელი სადაც სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს. კოლეჯის კიდევ ერთი უპირატესობა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საერთო საცხოვრებელია. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ცხოვრება, სწავლების კურსის დასრულებამდე სრულიად უფასოა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე სტუდენტები სასწავლო პროცესს დროებით სხვა შენობაში აგრძელებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა