სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია გამართეს

სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სამეგრელოში პოლიცია კრიმინალებსა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს მფარველობს. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ: „ბარიგების მფარველი", „გახარიას მილიცია", „ია კერზაიას მკვლელები", „გახარია თვალთხარია". მათ ასევე შენობის შესასვლელთან შემდეგი შინაარსის სტიკერები გააკრეს: „ამ სისტემის დედაც", „შეცვალე" და სიმბოლურად ფქვილი და შპრიცები მიიტანეს.

„ისინი მფარველობენ ქურდულ სამყაროს. არჩევნებზე ჩვენ კარგად ვნახეთ ქურდული სამყაროს წევრები, რომლებიც აკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესებს“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ხათუნა შამუგიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა