ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

























