„თავისუფალი საქართველო“ - 2 თებერვლის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

2 თებერვალს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 28 წლის წინ მომხდარი სისხლიანი მოვლენები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან 2 თებერვლის ტრაგედიის გამოძიებას, დამნაშავეთა მხილებას და მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

როგორც აქციაზე შეკრებილებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან თითქმის 3 ათეული წელი გავიდა, ასეთი მასშტაბის დანაშაული არასდროს მიეცემა დავიწყებას და შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლიანობის აღდგენაზე, თუკი პასუხს არ აგებენ ამ სისხლიანი მოვლენების მონაწილეები.

„არცერთ მომდევნო ხელისუფლებას არ გამოუძიებია ეს შემზარავი დანაშაული და პასუხი არ უგია არცერთ მკვლელს.

მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტაში მონაწილე პირები დღემდე თავისუფლად განაგრძობენ ცხოვრებას, მათი ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებული და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას,“- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1992 წლის 2 თებერვლის სისხლიანი ტრაგედიიდან, როდესაც სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ბანდ-ფორმირებებმა გმირთა მოედანზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ცეცხლი დამიზნებით გაუხსნეს, 28 წელი გავიდა. შედეგად, დაიღუპა რამდენიმე ათეული მოქალაქე და დაშავდა ასეულობით პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა