ანონსი  3 თებერვალი

3 თებერვალს, 10:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

3 თებერვალს, 10:30 საათზე, სკოლა-პანსიონი „აიბი მთიები“ და კოლეჯი „სპექტრი“ ერთობლივ საანგარიშო ღონისძიებას - „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამართავენ, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი დაესწრება.

მის: ქუთაისის ქ.20

3 თებერვალს, 10:30 საათზე, პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად აქციას გამართავს.

მის: კეკელიძის #1

3 თებერვალს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „ლელო საქართველოსთვის“ განაგრძობს პოლიტიკური პლატფორმის თემების პრეზენტაციას.

3 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მერი თურქეთის ელჩთან ერთად შშმ პირებისთვის განკუთვნილ ლიფტს დაათვალიერებს.

პუშკინის სკვერი

საკონტაქტო: ეკა ბახუტაშვილი - 598 16 32 35

3 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

2 თებერვალს, 11:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“ პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საქართველოს ხელისუფლების მიერ ლობისტურ მომსახურებაში გადახდილი მილიონობით ლარი; ნეპოტიზმი და კორუფციის ნიშნები დიპლომატიურ კორპუსში.

მის: ქეთევან დედოფლის გამზირი #54. (მეტრო „300 არაგველის“ გვერდით)

3 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 თებერვალს, 11:00 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვს სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს.

მის: ჭავჭავაძის გამზ. N7 (მეორე სართული, განათლების საერთაშორისო ცენტრი)

საკონტაქტო: 577 13 20 15

3 თებერვალს, 11:00 საათზე, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ცოტნე გამსახურდიას ამჟამინდელი მდგომარეობა და მანანა გამსახურდიას მხრიდან ანა ჯაბაურთან მიმართებაში არსებული კონფლიქტი; რატომ აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სახელი კლინიკისთვის ანას იზოლაციის მიზეზი.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილის და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

3 თებერვალს, 11:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორს წარადგენენ.

მის: წერეთლის გამზ. #144

საკონტაქტო: თათია წერეთელი​ - 599 499 004

3 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: საარჩევნო სისტემის საკითხი. ხელისუფლების შეთავაზება და ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილი აქცია.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

3 თებერვალს , 12:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ბრიფინგს გამართავს.

თემა: ოპოზიციის 4 თებერვლის გეგმები და პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

მის: ავალიშვილის ქუჩა, #8

3 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა განცხადებას გააკეთებს.

თემა: საარჩევნო სისტემის საკითხი. ხელისუფლების შეთავაზება და ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილი აქცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საექსპერტო საზოგადოება კონგრესმენების გამაფრთხილებელ წერილებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას 75ბ (ყოფილი ტელეკომპანია მზის შენობა)

საკონტაქტო : ნინო ხომერიკი - 599881505

3 თებერვალს, 12:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მედიას მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი-595956103

3 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

3 თებერვალს, 13:00 საათზე, დედოფლისწყაროს მერიასთან, პროფკავშირების წარმომადგენლები კომპანია „ფრონტერას“ 85 თანამშრომელთან შეხვედრას გამართავენ.

მოლაპარაკების საგანია კომპანიის თანამშრომლების პროტესტის შემდგომი ნაბიჯები.

„ფრონტერას“ თანამშრომლები 11 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ და ამ მიზეზით საპროტესტო აქციებს მართავენ.

3 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

3 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

​3 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის ასევე, გიორგი თევდორაძის, კახა მაჩიტიძის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო გაზდელიანის და სხვათა სასამართლო პროცესი გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა