წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის

წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერი - ვებსტერი (Webster University), რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნის, სადაც ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მდებარეობს.

ვებსტერის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში მდებარეობს.

ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონში შემოსვლა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, 2021 წლიდან ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, მაღალი ხარისხი და მნიშვნელოვანი პარტნიორები, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, შექმნილი ეკოსისტემა - ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ამერიკულმა უნივერსიტეტმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და სილიკონ ველი თბილისზე გააკეთა.

ვებსტერის უნივერსიტეტი 2000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები მოეწყობა.

ფორბსის უნივერსიტეტების 2019 წლის ტოპ რეიტინგში შესული ვებსტერის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, 1915 წლიდან ლიდერობს და დღეს ფლობს კამპუსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე.

2018 წელს, საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებით, ვებსტერი აშშ-ს #4 სასწავლებელი გახდა ,,ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების’’ რეიტინგში, სადაც აშშ-ს 1500 სასწავლებლიდან მხოლოდ 44 მოხვდა.

ვებსტერის რეპუტაციას განაპირობებს მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემების მიერ, მისი როგორც აშშ-ს ერთერთი საუკეთესო სასწავლების წარმოჩენა. ესენია: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა