ქუთაისში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, 4 თებერვალს, პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრია.

„4 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი, ქუთაისის ოპერისა და თეატრის ორკესტრთან და დირიჟორ - რევაზ ჯავახიშვილთან ერთად, მაყურებლის წინაშე პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი #1 სი-ბემოლ მინორით წარდგება. დავით ალადაშვილი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიურად მართავს კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, 2017 რეგიონალური ტურნე “პიანინო”-ს ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ ქუთაისში ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა