ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩთან რან გიდორთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

„თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს