ბაღდათში, ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხდეს.

მეზობლების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია. ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი შემთხვევის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან ხის სახლს ცეცხლი მალე მოედო.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება, რასაც არ ადასტურებენ მერიაში. მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და აღნიშნული თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხა, ამასთან, ისინი მრავალშვილიანობის დახმარებას იღებდნენ.

იხილეთ ვიდეო: ცნობილი გახდა, რას შეიძლება გამოეწვია უდიდესი ტრაგედია ბაღდათში - დასახელდა პირველადი ვერსია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს