სოფელ მახუნცეთში მეწყერის გამო, ბათუმის ხულოს დამაკავშირებელ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მეწყერის გამო, ბათუმის ხულოს დამაკავშირებელ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
მეწყერის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

























