ანონსი  5 თებერვალი

5 თებერვალს, 10:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: კითხვები ჯანდაცვის მინისტრს

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599434308

5 თებერვალს, 10:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი გახსნიან.

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 544 415

მის: თელავის ქ. #20

5 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს "ევროპული საქართველოს" ლიდერები და პარტიის წევრები პიკეტირებას და სირცხვილის დერეფანს მოაწყობენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599434308

5 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას N7

საკონტაქტო: თაია მახარაშვილი - 558 88 82 82

5 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოლიდარობის ქსელის“ წევრები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ სახელფასო დავალიანება ყოფილი თანამშრომლების მიმართ. პროტესტი კომპანიის მიმართ. „ფრონტერას“ საქმიანობა დედოფლისწყაროში.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი , 85 თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას სთხოვს - პროფკავშირები სამართლებრივ დავას იწყებს. „ფრონტერას" სათაო ოფისთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.

აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

5 თებერვალს, 14:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პარლამენტის პლენარული სხდომის შესვენების დროს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

5 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ბრალდებული წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 თებერვალს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პაატა ცანკაშვილის მოთხრობების კრებულის „ის საწყალი, ნაბიჭვარი დროება“ წარდგენა გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის # 7

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა