დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების პერიოდში დახმარება არ შეუწყდეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების პერიოდში დახმარება არ შეუწყდეს და ის თანხა, რაც მათ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხებათ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში ოჯახს დარჩეს. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიციაა.

„მინდა შევეხო გადამოწმების პერიოდში დახმარებების შეჩერების საკითხს. აქვე მექნება კომიტეტის შემოთავაზება, რომელიც მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ ამ გადამოწმების პერიოდში გასაცემელი თანხა არ შეუჩერდეს სოციალურად დაუცველს. გადამოწმების შემდეგ თუ მას დახმარება მოეხსნება, მიმღების სასარგებლოდ დარჩეს თანხა და ეს ტვირთი აიღოს სახელმწიფომ. რამეთუ, თუნდაც მოხსნის შემთხვევაში ოჯახი, რომელიც ამ ბაზაში იყო და ბაზის მიღმა დარჩება, მაინც სიღარიბის ზღვართან ახლოს რჩება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, რომ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც მართლაც დამოკიდებული არიან მინიმალურ დახმარებაზე სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც 1 ან 2 თვით ან ერთი კვირით დახმარების შეჩერება არის ძალიან მძიმედ ასატანი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა