გუგული მაღრაძე - ჩემთვის მიუღებელია, 40-50 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდნენ

ჩემთვის ძალიან მიუღებელია, 40 -50 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

გუგული მაღრაძე უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის.

„ხომ არ ჯობია განვასხვაოთ ისინი ვინც შრომისუუნაროა და არ შეეძლებათ მუშაობა და მათ მივცეთ სოციალური შემწეობა, ხოლო მათთვის, ვისაც პოტენციურად დასაქმება შეუძლია, იყოს უმუშევრობის დახმარება, რომელიც გარკვეული თვეების განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ იქნება შეთავაზება პროფესიული განათლების, რაც უფასოა ან სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის იქნება საოჯახო მეურნეობის მოწყობაში დახმარება და ამ მიმართულებით მგონია, გაცილებით უფრო მეტ მოტივაციას შევუქმნით ადამიანებს“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა