რევაზ არველაძე - ბავშვების მათხოვრობა ბიზნესადაა გადაქცეული, ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს, ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?!

შიმშილია, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, რადგან ვერ მიიღო საჭმელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გაჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერებს აძლევს.

"გუშინ, ეს განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჟურნალისტი რომელიც ლამის შემომყვა თავიდან მომეცილებინა,მაგრამ, რაც ვთქვი იმ პოზიციაზე ვარ, ტყუილი არაფერი მითქვამს. ამისთვის არის გამოყოფილი ფონდები, 70 მილიონი ლარი უშუალოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეძლევა. კვების ბილეთები იქნება, თუ ვაუჩერები,რაც იმისთვისაა, რომ მათ არ იშიმშილონ. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, სიღარიბის, აქედანაა ბევრი პრობლემა გამოწვეული",- განაცხადა რევაზ არველაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია და გაჭირვება ოპოზიციის ბრალია.

"ოპოზიცია, ჩემი გაგებით, ის არის სარკეში რომ ჩაიხედავ და შენს ნაკლოვანებებს დაინახავ. ოპოზიცია უნდა გეხმარებოდეს, რომ ქვეყანა კარგად მართო. ოპოზიციის ბრალი არის ის, რომ 2012-2013 წლიდან მოყოლებული მუდმივად კონგრესმენებისა და სენატორების ჩათვლით, ალანძღინებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არის რუსეთის დასმული და მათი ნდობა არ შეიძლება. გახადეს მომეტებული რისკის ქვეყანა, აღარავის აღარ უნდა ინვესტიციებით შემოსვლა, გარკვეული წილი ხელისუფლებისაცაა. ის ვერ მართავს ისე, როგორც უნდა მართავდეს. საკვანძო თანამდებობებზე არსად არ უნდა დარჩენილიყვნენ ესენი, რომლებიც ხელისშემშლელები არიან.

შიმშილი არის ის, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, იმიტომ რომ ვერ მიიღო საჭმელი. როცა მთავრობა გამოყოფს რაღაც სახსრებს, თან იცით ჩვენი ქვეყანა რამდენად მდიდარია, რა გააჩნია ბიუჯეტში, ამის მიხედვით აძლევს მათ ვაუჩერებს. ამ ვაუჩერების და ბარათების გარდა, არის დახმარების სხვადასხვა პროგრამები"- განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, ქუჩაში ბავშვები შემწეობას შიმშილის გამო არ ითხოვენ.

"ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა.ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?! "- განაცხადა არველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა