მარიამ კუბლაშვილი - ილია ჯიშკარიანი ხვალიდან შრომითი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად აღდგენას შეძლებს

საკრებულოს ბრალდებული წევრი ილია ჯიშკარიანი 6 თებერვლიდან ბიუროში მისვლას და სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ილია ორკოდაშვილმა მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ილია ჯიშკარიანს იმ პირებთან, რომლებიც საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიაში იყვნენ, კომუნიკაცია ჰქონდა აკრძალული. აღნიშნული პირები სასამართლოში უკვე დაიკითხნენ, რის გამოც, სასამართლომ წინა განჩინება გააუქმა.

„დღეს გაუქმდა ნაწილობრივ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც ილია ჯიშკარიანს ეკრძალებოდა საკუთარ ბიუროში დასაქმებულ პირებთან ურთიერთობა. დაკითხულია სამივე მოწმე, შესაბამისად, ილია ჯიშკარიანი ხვალიდან შეძლებს ბიუროში მისვლას და თავისი შრომითი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად აღდგენას“, - განაცხადა ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თამთა თოდაძის პიროვნებასთან დაკავშირებითაც.

„ერთი ადამიანიც არ მოვა, რომელიც იტყვის, რომ თამთა თოდაძეს იცნობს და ის ნორმალური, დალაგებული, ზრდილობიანი, ადეკვატური და ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანია და მას არ სურს იყოს ძალიან ცნობადი. რაც ილია ჯიშკარიანის მიმართ გააკეთა, ანალოგიური გააკეთა სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც, ანალოგიურს აკეთებდა ყოველდღიურად ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომლებთანაც მას რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს