წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ბარდნალადან, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც ბარდნალის სკოლის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის შემოქმედება კიდევ უფრო ფართოდ გააცნეს მსმენელს, სწორედ ლადო ასათიანის შემოქმედების გაზიარებით გახდა რეგიონი მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

„ვუერთდებით წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს, სიმბოლურია რომ ღონისძიება აღვნიშნეთ ცაგერში, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში, მნიშვნელოვანია რომ ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული ტრადიცია გააჩნია წიგნიერების და წიგნთან დამოკიდებულების, არაერთი ცნობილი მწერალი თუ პოეტი დაიბადა და აღიზარდა ამ ულამაზეს მხარეში, მნიშვნელოვანია აგრეთვე, ახალგაზრდებს მივცეთ მაგალითი წიგნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების, რათა უფრო უკეთესები, უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები ჩამოყალიბდნენ, წიგნის გარეშე სრულფასოვანი განათლება წარმოუდგენელია, მუდმივად, დიდი სიხარულით გავაგრძელებთ წიგნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ჩვენს რეგიონში“,-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.