სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხევში გაწმენდითი სამუშაოების შესრულებისას ერთი ადამიანი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამუშაოს შესრულების დროს ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, სოფელ ანაგაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ხევის გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდა და სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულს პირველადი დახმარება წნორის არქიმედეს კლინიკაში ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმობილით თბილისში, ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს მოტეხილობები და სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისივე თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება.

























