დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დიზი-ლახამულა მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.