რამაზ საყვარელიძე - თუ მომწიფდება გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით წარსდგეს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მისასალმებელი იქნება, თუ ოპოზიცია შეძლებს არჩევნებში მონაწილეობა მაჟორიტარი დეპუტატობის ერთიანი კანდიდატებით მიიღოს.

„ანალოგიური განცხადებები ადრეც ისმოდა ოპოზიციისგან, რომ ამ სისტემითაც გავიმარჯვებთო. თუ მომწიფდა ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ მისასალმებელია“, - განუცხადა საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრების პოზიციაზე კომენტირებისას, რომ უმჯობესი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით წარსდგეს.

ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ არსებულ წესებზე უნდა გაიმარჯვოს და მერე იფიქროს მათ შეცვლაზე.

„დამარცხება-გამარჯვება საარჩევნო სისტემასთან ბრძოლის თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესს შინაარსისგან ცლის. ეს ბრძოლა მიდის პიკეტირებით, შეურაცხყოფით, ბოქლომების დაკიდებით და ეს პოლიტიკა არ არის. ეს ქუჩის ბრძოლაა. თუ კი ლაპარაკია პოლიტიკურ პროცესზე, ჯერ უნდა გაიმარჯვო იმ წესზე, რა წესიც არსებობს და მერე უნდა შეცვალო ეს წესი ისე, როგორც თვლი საჭიროდ, თუმცა ოპოზიციას საერთოდ შანსი აქვს თუ არა გამარჯვების, ეს არის დღეს მსჯელობის საგანი. ბევრი ანალიტიკოსი კრიტიკულად აფასებს ამ შანსებს და რადგან პარტიების და მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მიმართ ზოგადი დამოკიდებულება ნეგატიურია, ამიტომ შეიძლება ოპოზიციასაც გაუჭირდეს გამარჯვება. არც ხელისუფლება უნდათ, არც ოპოზიცია, მაგრამ როგორც წესი, ხელისუფლებას მაინც თავის სახელისუფლებო ხიბლი მოყვება ხოლმე და ეს ოპოზიციას არ გააჩნია, ამიტომ სრულიად თანაბარ პირობებშიც კი ხელისუფლებისკენ იხრება ხოლმე სასწორი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე და ოთარ კახიძე მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით უნდა წარსდგნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა