გია ვოლსკი - ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ვფიქრობ, არც ის იყო წინააღმდეგი ამ შეცდომაში შესულიყო

ეუთო განმარტავს, რომ მისი კომპეტენცია არ არის რელევანტური იმ შეკითხვასთან, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციამ სახალხო დამცველს დააწერინა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნას. ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა მისივე თქმით, ნინო ლომჯარია თავადაც არ ყოფილა წინააღმდეგი, რომ შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი.

„მთავარი ის არ არის, ერთი პარტია რას ეუბნება მეორეს. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა და კონსენსუსი, რაზეც საუბარია ამ დასკვნაში. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მთავრობა და მან თავისი ფუნქციები განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ემუქრება სერიოზული პრობლემები. ამასთან, ეუთო განმარტავს, რომ მისი კომპეტენცია არ არის რელევანტური იმ შეკითხვასთან, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციამ სახალხო დამცველს დააწერინა. სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანეს, თუმცა ვფიქრობ, არც ის იყო წინააღმდეგი, ამ შეცდომაში შესულიყო,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა