ევროსასამართლომ საქმეზე - „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ", სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ" სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა. ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი).

საქმე ეხება 2003 წლის ნოემბერში თბილისში, ე.წ. ვარდების რევოლუციის მოვლენების დროს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ფონზე მომხდარ ავტოავარიას. ავტომანქანას, რომელშიც პირადად მომჩივანიც იმყოფებოდა, დაეჯახა ჯავშანმანქანა. შედეგად, გარდაიცვალნენ მარიამ საყვარელიძის ვაჟი და და. დაზიანებები მიიღო თავად მარიამ საყვარელიძემაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანმანქანას სავარაუდოდ, სამართალდამცავი ან სამხედრო პირი მართავდა.

სამართალდამცავი უწყებები წლების განმავლობაში იძიებდნენ საქმეს. ის რამდენჯერმე დაიხურა და განახლდა კიდეც. 2010 წელს კი პროკურატურამ მარიამ საყვარელიძეს აცნობა, რომ საგამოძიებო ქმედებებით შეუძლებელი იყო იმის დანამდვილებით დადგენა, რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში. პროკურატურამ საქმე საბოლოოდ 2017 წლის მარტში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყვიტა.

მოქალაქე მარიამ საყვარელიძემ ევროსასამართლოს 2010 წელს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დახმარებით მიმართა მიმართა.

ორგანიზაციის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საქმე წინა ხელისუფლების დროს შეგნებულად იბლოკებოდა, რათა საზოგადოებაში გაჩენილიყო განცდა, თითქოს „ვარდების რევოლუცია“ მშვიდობიანი და უსისხლო მოვლენა იყო.

„ათი წელი დაგვჭირდა სიმართლის დასადგენად. ამ საქმის გაჭიანურება იმიტომ მოხდა წინა ხელისუფლების დროს, რომ ყველას ჰგონებოდა, თითქოს „ვარდების რევოლუცია“ იყო უსისხლო და მშვიდობიანი. მაშინ როდესაც ყველაფერი ხელის გულზე იდო, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, დამნაშვეები, რომლთა იდენტიფიცირებაც მოხდა. გამოვლენილი იყო ჯავშანტექნიკის მძღოლი, რომელიც დაეჯახა ავტომანქანას. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასაგები იყო, რომ საქმეს შეგნებულად ბლოკავდენ, მაგრამ უცნაური ის არის, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ საერთოდ დააბრუნა სამინისტროში ეს პირი. ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში ეს ადამიანი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. „ქართულმა ოცნებამ“ კი იგი კვლავ დააბრუნა უკან“, - განუცხადა ambebi.ge-ს უფლებადამცველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა