ილიაუნის თეატრში მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე პრემიერა გაიმართება

ილიაუნის თეატრში, 14 თებერვალს მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„ვალენტინობის დღესასწაულზე თეატრის სცენა ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას დაეთმობა. „ოიდიპოსი და იოკასტე“ ამ მითის ახალი ქართული დრამატული ინტერპრეტაციაა, რომელიც გიორგი მაისურაძემ დაწერა.

ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მთავარი მოქმედი პირები თოჯინები არიან. სწორედ თოჯინები გაითამაშებენ მსოფლიო დრამატურგიის ყველაზე ფატალური ფიგურის სიყვარულის ამბავს, რომელიც სოფოკლეს ტრაგედიის „ოიდიპოს მეფე“ სიუჟეტის პარალელურად ვითარდება და ამასთან, ძველბერძნული კლასიკისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ქმნის. აქ იოკასტე უფრო აქტიური პერსონაჟი გამხდარა, ვიდრე ოიდიპოსი, ამბავი კი, როგორც კლასიკას სჩვევია, დღესაც ისეთივე სიმწვავით ჟღერს, როგორც საუკუნეების წინ ძველ საბერძნეთში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქართველი ფილოსოფოსისა და დრამატურგის გიორგი მაისურაძის ახალ პიესაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილთან ერთად, მეთოჯინეებმა იმუშავეს.

„ილიაუნის თეატრმა თოჯინურ სპექტაკლზე პირველად იმუშავა და ამიტომ განსაკუთრებით ელის მაყურებლის გამოხმაურებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პრემიერა 20:00 საათზე დაიწყება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა