ანონსი  7 თებერვალი

7 თებერვალს, 11:00 საათზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით - ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შერჩევის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება

მის:სასტუმრო „რუმსი თბილისი“

საკონტაქტო: ანა მაჭავარიანი-599805599

7 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ახალი ავტობუსების მორიგ ნაკადს წარადგენს.

მის: დიდი დიღომი, თავდადებულის N36, მეორე ავტობაზა (ბენდუქიძის დასახლების წინ).

საკონტაქტო: გვანცა პაპავაძე - 591004931

7 თებერვლალს, 11:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 თებერვალს, 11:15 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ეუთო-ს წარმომადგენლებთან ახალგაზრდობის და უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრას გამართავს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)

7 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეუთო/ODIHR-ის დასკვნა და პარტიების განსხვავებული შეფასებები.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 თებერვალს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფესორი ვახში ჟვანია, პროფესორი გუბაზ მეგრელიძე და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ ბოლღაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: 8 თებერვალს, დავითობას,ქუთაისში გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში მეცნიერთა კონგრესი გაიხსნება. იმავე დღეს ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილ დავით აღმაშენებლის ხატს თბილისიდან გელათის ტაძარში გადააბრძანებენ.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

7 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel (Grand royal Ballroom) პროექტ „ეთნო რალი“ პრეზენტაცია გაიმართება.

7 თებერვალს, 12:00 საათზე, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის ჩატარების თაობაზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ კვირეულის ორგანიზატორები: Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი ქეთევან ტაბატაძე და ExpoGeorgia-ს დირექტორი რესან ქიქავა, ასევე, კვირეულის თანაორგანიზატორი - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ დემურია და ბიზნესპარტნიორი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

მის: აკაკი წერეთლის გამზ.#118, პავილიონი 3

7 თებერვალს, 13:30 საათზე, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მისი გერმანელი კოლეგა, ჰუბერტ ქნირში, თბილისის რობერ შუმანის სახელობის სასწავლო დაწესებულებას ეწვევიან.

მის: ზაქარია ფალიაშვილის ქ.42

7 თებერვალს, 13:30 საათზე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის ოფისში განცხადებას გააკეთებს.

7 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროკურორო საბჭოში მორიგი კენჭისყრა გაიმართება, სადაც პროკურორობის კანდიდატს შეარჩევენ.

მის: გორგასლის ქ.24

7 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება.

7 თებერვალს, 15:00 საათზე, სასტუმრო Ramada Encore by Wyndham Tbilisi-ში ​საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ღია სხდომა/საჯარო დისკუსია გაიმართება.

თემა: პირველადი ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები. 520-ე დადგენილების შედეგების და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების საკითხების ანალიზი.

სხდომაზე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელობა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები.

მის: ყაზბეგის გამზ.15

7 თებერვალს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს.

მის: ინგოროყვას 7

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა