გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი გარდაიცვალა. 52 წლის ქალი ახლობლებმა აბაზანაში იპოვეს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალი გორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გორის განყოფილებაში გადაასვენეს.