იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხვალ, სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შალამბერიძე ხერსონის ოლქში ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე იმერეთისა და ხერსონის დამეგობრების საკითხს განიხილავს.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხება ინვესტირების საკითხს, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, 3-4 მაისს ქუთაისში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნესფორუმსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.
„ ვიზიტის ფარგლებში ზვიად შალამბერიძე ოდესის ოლქის გუბერნატორს შეხვდება და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ამასთან, დაგეგმილია ზვიად შალამბერიძის შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის უკრაინაში ვიზიტი 12 თებერვალს დასრულდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

























