თავდაცვის ძალების წარმომადგენლები გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს გაეცნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები არსებითად გააუმჯობესა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომლებს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, ახალი დაზღვევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები: გაიზარდა ანაზღაურების ლიმიტი და ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება; არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები; გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურებაც; გაიზარდა აფთიაქების, მედიკამენტებისა და დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმურ-ამბულატორიულსა და გეგმურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა