თავდაცვის ძალების თანამშრომელი სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელების და ფორმების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.

„პ.გ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან.

პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პ.გ. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წლის 05 ივნისს პ.გ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის ძალების თანამშრომელი სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელების დაუფლების ბრალდებით დააკავეს

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა