ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს, 00:00-დან 01:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გლდანში, სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ვიტალი დარასელიას, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.