გიორგი კახიანი - ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და იმედი მაქვს, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მათი მხრიდანაც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას დავინახავთ

იმედი მაქვს, მომდევნო რაუნდში, რომელიც ძალიან მალე იქნება, ოპოზიციის მხრიდანაც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას დავინახავთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ კომპრომისზე წასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის კონკრეტულ მოდელზე შეთანხმება აუცილებლად მოხდება.

"კონგრესმენების, ეუთო/ოდირი-ს თუ სხვა პარტნიორების განცხადებაში იკვეთება თხოვნა, რომ შევჯერდეთ კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე. ახლა ძალაშია შერეული საარჩევნო სისტემის მოდელი 77/73-ზე, ოპოზიცია კი ითხოვს სრულად პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩევნების ჩატარებას. კომპრომისის სასარგებლოდ ჩვენ ნაბიჯი გადავდგით, რაც გულისხმობს პროპორციული წესით მანდატების გაზრდას და მაჟორიტარული წესით - შემცირებას. იმედი მაქვს, ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური დამოკიდებულება, რადგან შეთანხმება ორივე მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და იმედი მაქვს, მომდევნო რაუნდში, რომელიც ძალიან მალე იქნება, მათი მხრიდანაც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას დავინახავთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შევჯერდებით კონკრეტულ მოდელზე. რაც შეეხება ე.წ. "გერმანულ მოდელს", მის არაკონსტიტუციურობაზე ჩვენი მოსაზრება არ შეცვლილა,"- განაცხადა კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა